ელოში
The Movement TV-სთან ერთად გაიგებთ სიახლეებს ქართული მოდის სფეროდან. ამ რუბრიკის პირველი სტუმარი დიზაინერი ლელა ელოშვილია, რომელიც ცოტა ხნის წინ ლოს-ანჟელესის მოდის კვირეულიდან დაბრუნდა. ლელა- ELOSHI-ის ბრენდის დამფუძნებელი - ერთ-ერთი პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საკუთარი კოლექცია ამერიკის კონტინენტზე გაიტანა.