ჩვენი ისტორია
ამბავი ჩვენ შესახებ
Movementარის ციფრული მედია პლატფორმა, რომელიც The Movement Theater/მოძრაობის თეატრის ბაზაზე 2017 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი მიმართულება ამბის თხრობაა (Storytelling).
ჩვენ მოგითხრობთ ამბებს ადამიანების შესახებ. კინემატოგრაფიული თხრობის სტილით, კამერის არატრადიციული მოძრაობითა და თანამედროვე მედია-ტექნოლოგიებით ვცდილობთ, მაყურებელს ჩარჩოებს მიღმა გავაცნოთ სოციალურ-კულტურილი თემები.
Movement-ის გუნდის მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს, მოძებნონ ფორმა, რომლითაც მოგვითხრობენ თავიანთ შესახებ. ყოველდღიურად ათობით ადამიანს ვესაუბრებით და ვცდილობთ, საინტერესო ამბები გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს .
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ისტორია, რომელიც სხვებს უნდა გაუზიაროს.
MOVEMENT მაყურებლისთვის მუშაობს, ხოლო MOVEMENT PRODUCTION დიდი და პატარა კომპანიებისთვის, რომლებიც კომუნიკაციის თანამედროვე გზას - storytelling-ს ირჩევენ.
მედიის მომავალი ციფრული სამყაროა, რომლისკენაც პირველი ნაბიჯები საქართველოში MOVEMENT-მა გადადგა.
იმოძრავეთ ჩვენთან ერთად!
ანანო & ეკა