ლევან ცხადაძე
ამჯერად THE MOVEMENT TV-ის გუნდი ამსტერდამში ჩავიდა. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ მუსიკოსი, კლარნეტისტი ლევან ცხადაძე, რომელიც უკვე 13 წელია ამსტერდამის შუაგულში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მან ჰოლანდიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესია შეიძინა. თუ ამსტერდამში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ რესტორანში „ბატონი ხინკალი“ და ხინკალთან ერთად ვაიფაის პაროლი იკითხეთ.