ნესტან ნენე კვინიკაძე
THE MOVEMENT TV წარმოგიდგენთ მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძეს. მისი რომანი „ისპაჰანის ბულბულები“ წელს გერმანულად ითარგმნა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურულ პროგრამაში მოხვდა. მწერალი პირველად გაჩვენებთ იმ ადგილს, რომელსაც რომანში აღწერს და გიამბობთ, რამ შთააგონა ამ ნაწარმოების შექმნა.